მოქმედმა და ყოფილმა საჯარო მოხელეებმა თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს 

პუბლიკა

მოქმედმა და ყოფილმა საჯარო მოხელეებმა თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

„ჩვენი შეკრების მიზეზი ორია:

ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა.

მეორე – ეხმაურება დაშინების ფორმებს.

ჩვენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ვართ და ჩვენი მსვლელობის მიზანია, რომ საზოგადოებას და მათ შორის იმ პირებს, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენენ ჩვენს დამსაქმებლებს, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციის და საზოგადოების ერთგული, ვრჩებით ევროპული კურსის ერთგული.

მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ ჩვენს მიმართ ძალადობა, დაშინების სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რომლებიც ბოლო პერიოდში მრავლად იყო“. – განაცხადა თბილისის მერიის თანამშრომელმა გიგა სოფრომაძემ.

ისინი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, დადეს ფიცი, შემდეგ კი შეუერთდნენ მთავარ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე.

„ვემსახურებით სახელმწიფოს და მის ხალხს. ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას. გაუმარჯოს საქართველოს. წინ ევროპისკენ”. – ნათქვამია საჯარო მოხელის ფიცში.