ხვალ, 6 საათზე, მეტეხის უბანში გამოფენა გაიხსნება, სახელწოდებით „მორბის წყალი“.
გამოფენის ორგანიზატორების ცნობით, 2021 წლის სექტემბერში ესთერ კემფმა თუშეთის მთებში 2 ადამიანისა და 5 ცხენის თანხლებით იმოგზაურა. მათი მოგზაურობის მიზანი ლიკოპოდიუმის, პრეისტორიული ხავსის, მოძიება იყო. ლიკოპოდიუმი დღეს არსებული შავი ნახშირის საბადოების წარმოშობის ძირითადი წყაროა.
გამოფენაზე „მორბის წყალი“ წარმოდგენილია მოგზაურობის დროს შექმნილი ნამუშევრები. იგი ეხება რესურსების თემას, წარმოაჩენს მოძრაობასა და უძრაობას შორის არსებულ დაძაბულობას.
გამოფენის გახსნას ერთვის ნინუცა შატბერაშვილის სუფრა პერფორმანსი და ანუშკა ჩხეიძის მუსიკა. გამოფენის კურატორია ლალი პერტენავა.