მორგოშია: 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება

პუბლიკა

პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტია „ალტ-ინფოს“ ლიდერი, კოკა მორგოშია ამბობს, რომ „8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“. – მისი ეს  კომენტარი ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ Telegram-არხებით ვრცელდება.

„8 ივლისი ასევე ძალიან დიდი შინაარსის დღეა და არაფრით არ ჩამოუვარდება 5 ივლისს. პირდაპირ გეტყვით. 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“, –  ამბობს ის.

ხვალ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ფესტივალი. ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ ძალადობას და ფესტივალის  ჩაშლა სურთ.

როგორც Tbilisi Pride-ში ამბობენ, მათ აქვთ მყარი გარანტიები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ ფესტივალს დაიცავენ. ამის შესახებ ისაუბრა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ შსს მაქსიმალურად იქნება მობილიზებული, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული.

„პუბლიკის“ რედაქცია გმობს და ემიჯნება ჰომოფობიურ და სიძულვილის შემცველ მოწოდებებსა და განცხადებებს.