პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, კოკა მორგოშია აცხადებს, რომ ბიზნესსაქმიანობის აბსოლუტური უმრავლესობა მომდევნო თვიდან რუსეთში გადააქვს და საქმიანობას რუსეთში განაგრძობს. მისივე თქმით, მისი ბიზნესისთვის „იქ ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობებია, ვიდრე აქ.
როგორც ის „პუბლიკასთან” აცხადებს, პარტიის წევრად და დამფინანსებლად რჩება.
„მე ვარ პარტიის დამფუძნებელი, „ალტ-ინფოს” დამფუძნებელი. ვიყავი მთავარი დამფინანსებელი და დავრჩები. პირიქით, მეტი შესაძლებლობა მექნება, რომ უფრო მასშტაბურად და დიდი რესურსით დავეხმარო პარტიასა და ტელევიზიას.
ისედაც, როცა აქ ვარ, საქართველოში, გადაცემებში და დიდ აქტივობებში არ ვარ, იმიტომ, რომ დრო არ მაქვს. გადანაწილებული გვაქვს ასე. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც, აქამდე თუ ბიზნესმიმართულებები მაქვს აქ, იქითა თვიდან მექნება რუსეთში, აბსოლუტური უმრავლესობა, 80%.
ერთი კვირა აქ ვიქნები, ორი კვირა იქ და ასე…”, – ამბობს მორგოშია.