„ჩვენ ყველამ უნდა ავიცილოთ თავიდან მორიგი კატასტროფა“, – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი X-ზე წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მწვავდება, რაც მას უცნობი მასშტაბის ომის ზღვარზე აყენებს.
„წინსვლის გზა ძირითადად კონსენსუალურია: ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, ახლავე. ყველამ, ვინც დეესკალაციის გზას ადგას, პასუხი უნდა აგოს“, – აცხადებს ბორელი.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუქრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა.
„ჰამასმა“ და ირანმა მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულეს.
მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, 27 ივლისს, ისრაელმა ჰეზბოლა დაადანაშაულა გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო შეტევაში, რომლის შედეგადაც, ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტადიონზე 12 მოზარდი დაიღუპა.