„ქართული ოცნებიდან” მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე პირველი კომენტარი მმართველი პარტიიდან გივი მიქანაძემ გააკეთა.
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ეს მორიგი კლოუნადაა და საქართველოში ის არ შემოსულა. რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას? დამიმტკიცეთ, რომ ის საქართველოშია. ის საქართველოში არ იმყოფება. ნახეთ თქვენ პირადად?”, – განუცხადა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს.
დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ საქართველოშია. ასევე გაავრცელა ორი ვიდეო და ამბობს, რომ ბათუმშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოულახავს.