მორის მაჩალიკაშვილთან საპროცესო გაფორმდა. ის დარბაზიდან გათავისუფლდა

პუბლიკა

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ის მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

მორის მაჩალიკაშვილს ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლით ედებოდა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მორის მაჩალიკაშვილმა ბრალი სასამართლო დარბაზში სრულად აღიარა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მას ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

„პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“, – განაცხადა მორის მაჩალიკაშვილმა.


20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატმა და კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა. რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის წინ გამართული აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით მიმდინარეობს.

უწყება აცხადებდა იმასაც, რომ 2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება.