მოსახლეობის 49% საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ ენდობა, – „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი-საქართველო“ (CRRC – საქართველო), საქართველოს მოსახლეობის შეხედულებათა ტენდენციების კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
მოსახლეობის 29% ამბობს, რომ ზურაბიშვილს საერთოდ არ ენდობა, 20% კი – ძირითადად, არ ენდობა. გამოკითხვის მიხედვით, ზურაბიშვილს მოსახლეობის 19% ენდობა.
CRRC-ის მიხედვით, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჯარს, რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტებსა და პოლიციას ენდობა, ყველაზე ნაკლებად – პოლიტიკურ პარტიებს
ასევე, გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 37% საქართველოში მომუშავე ბანკებს არ ენდობა, 25% ენდობა, ნაწილობრივ – 31%;
საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს 25% არ ენდობა, 20% ენდობა, კითხვაზე პასუხი – „ნაწილობრივ“40%-მა დააფიქსირა.
შეკითხვაზე, რამდენად ენდობით ან არ ენდობით სასამართლო სისტემას – არ ენდობა 37%, ნაწილობრივ – 33%, ენდობა 17%;
საქართველოს პარლამენტს არ ენდობა 46 %, ნაწილობრივ – 32%, ენდობა 16%;
აღმასრულებელ ხელისუფლებას (გიორგი გახარიას) არ ენდობა 40 %, ნაწილობრივ – 32%, ენდობა 20%;
სახალხო დამცველს (ნინო ლომჯარიას) არ ენდობა 17 %, ნაწილობრივ – 35%, ენდობა 29%;
CRRC საქართველოს მიხედვით, „კავკასიის ბარომეტრის“ ფარგლებში საქართველოში ჩატარებული გამოკითხვა ქვეყნის წარმომადგენლობითია, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. გამოკითხვა წარმოებს აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე, პირისპირ, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით.
საველე სამუშაოები მოიცავს 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს და გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს. გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი.
ცდომილება:
- 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-0.7%
- 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-2.7%
- 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-3.7%
- 50%-ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-4.1%