მოსახლეობის 42% აცრას არ აპირებს - NDI

პუბლიკა

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 42% არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25% ამბობს, რომ აიცრებოდა, 29% კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა.

NDI წერს, რომ ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38%) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20%). ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34% ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა. კერძოდ, შეკითხვაზე, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ასაკმა 12 წლამდე დაიწია. აცრიდით თუ არა თქვენს შვილს, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ „არა“. 26% – დიახ, 1% – უკვე ავცერი, 15% – არ ვიცი.


კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.

საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ჯამში ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა შეკითხვის მიხედვით.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).