საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
შეკითხვაზე, „თქვენი ხედვით, რა არის ხელისუფლების არსებული საგარეო კურსი“:
- 17% მიიჩნევს, რომ პროდასავლურია;
- 21% მიიჩნევს, რომ უფრო მეტად პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული;
- 20%-ს მიაჩნია, რომ უფრო მეტად პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური;
- 25% მიიჩნევს, რომ პრორუსულია;
- არ იცის/პასუხზე უარს ამბობს 17%.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.