მოსახლეობის 46%-ს წამლების საფასური მიაჩნია ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად | NDI

პუბლიკა

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 46%-ს ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად წამლების საფასური მიაჩნია.

შეკითხვაზე „თქვენი აზრით, რა არის ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა?“

გამოკითხულთა ► 46% წამლების საფასურს ასახელებს;

► 25% – პანდემიის სხვადასხვა გამოწვევას;

► 16% – საავადმყოფოების ხელმისაწვდომობას კორონავირუსთან მიმართებით;

► 14% – ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობას;

► 13% – საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას;

► 13% – სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასურს;

► 12% – ექიმების ხელმისაწვდომობას კორონავირუსთან დაკავშირებით;

► 9% კი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები არ არის.


„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის კვლევას აქვეყნებს.

კვლევა დაფუძნებულია 2020 წლის დეკემბრის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე, ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-24 დეკემბერს.

NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე – სულ 2053 დასრულებული ინტერვიუ.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ასევე კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%