მოსახლეობის 47% ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს - NDI

პუბლიკა

შეკითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა ვაქცინას, მოსახლეობის 47% პასუხობს, რომ არ გაიკეთებს, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

35% ამბობს, რომ გაიკეთებს, 7% ამბობს, რომ უკვე გაიკეთა, 11%-ის პასუხია – არ ვიცი.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ აიცრებოდნენ, 47% პასუხობს, რომ არ ენდობა კორონავირუსის ვაქცინას, 20% პასუხობს, რომ ვერ აიცრება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ხოლო 13% ამბობს, რომ ვაქცინის გარეშეც გავუმკლავდებით კორონავირუსის პანდემიას, 7% პასუხობს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.