მოსახლეობის 47% კორონავირუსის ვაქცინაზე ეკლესიის ინფორმაციას ენდობა - NDI

პუბლიკა

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 99% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან იღებს (ტელევიზია – 60%, ინტერნეტი/facebook-  35%, მეზობლები/მეგობრები – 1% და ა.შ.).

რაც შეეხება ნდობას ინფორმაციის წყაროების მიმართ, ყველაზე მეტად მოსახლეობა სამედიცინო სფეროს მუშაკებს ენდობა – 74%, შემდეგ მოდის NCDC – 68%, ხელისუფლება – 62%, მედია/ჟურნალისტები – 56%, რელიგიური ლიდერი/ეკლესია – 47%, საკრებულო/მერია – 46%, არასამთავრობო ორგანიზაციები – 28%.

მოსახლეობის 15% ამბობს, რომ ვაქცინაზე ეკლესიიდან მიღებულ ინფორმაციას არ ენდობა, 33% კი ამბობს, რომ არ იღებს ინფორმაციას ამ წყაროდან.


აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4%. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.