ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს, რომ პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ უნდა მიეღო.
საზოგადოების აზრი „რუსული კანონის“ შესახებ ასე გადანაწილდა:
- ეს კანონი არ უნდა მიეღო პარლამენტს – 53%
- არ ვიცი – 26%
- ეს კანონი უნდა მიეღო პარლამენტს – 20%
- უარი პასუხზე – 1%
თბილისის მოსახლეობა, ახალგაზრდები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები – კვლევის მიხედვით, ეს ჯგუფებია, რომლებიც კანონის მიღებას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტს. კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. სულ ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 2%. შენიშვნა.
ასევე, საველე სამუშაოები ჩატარდა 20-28 მარტს. ჩატარდა 15 ფოკუს ჯგუფი თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში, აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში, დასავლეთ საქართველოს ქალაქებში, დასავლეთ საქართველოს სოფლებში; თითოეული ტიპის დასახლებაში ჩატარდა 3 ჯგუფი: 1) ქართული ოცნების მხარდამჭერებთან; 2) ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებთან; 3) ‘გადაუწყვეტელ’ ამომრჩეველთან;