Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 56%-ის თქმით, ოპოზიციური პარტიების გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში, საქართველოსთვის საუკეთესო შედეგია.
კითხვაზე, „თქვენი აზრით, რომელია საუკეთესო შედეგი საქართველოსთვის?”, – პასუხები ასე ნაწილდება:
- „ქართული ოცნების” გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში – 44%
- ოპოზიციური პარტიების გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში – 56%
გარდა ამისა, მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი სხვა პარტიებს უნდა მიეცეთ.
კითხვაზე, „მიიჩნევთ, რომ „ქართულმა ოცნებამ” იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა თუ დროა, სხვა პარტიებს მიეცეთ შანსი?”, – პასუხები ასე განაწილდა:
- დაიმსახურა ხელახალი არჩევა – 35%
- დროა, სხვას მიეცეს შანსი – 65%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.