Edison research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 58% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 42% კი მიიჩნევს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება.
Edison research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.