მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას - NDI

პუბლიკა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66%-ს მიაჩნია, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას. კითხვაზე – რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა ლუგარის ლაბორატორია საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლაში, ამ 66%-დან 73% მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 25% კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია.

ხოლო, მოსახლეობის 4% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას.

გამოკითხულთა 8 % ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია არც ხელს უწყობს და არც ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას. ხოლო 6%-ს არ სმენია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, ხოლო 17 %-მა უპასუხა, რომ „არ იცის“.

  • ndi lugari 01

  • ndi lugari 02

  • ndi lugari 03

  • ndi lugari 04








  • 01
    /




მოსახლეობის გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით „CRRC საქართველომ“ ჩაატარა. კვლევისთვის გამოყენებული იყო სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია.

სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და სულ შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. გამოპასუხების მაჩვენებელი 35%-ია.

რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

ფოკუს ჯგუფების ნაწილში სულ 10 ფოკუს ჯგუფი საქართველოს ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. საველე სამუშაოების პერიოდი 24-30 ივნისია.

ფოკუს ჯგუფების მონაწილეებს შორის იყო შერეული ასაკი, სქესი და დასამქების სტატუსი.

ND-ის მიხედვით, მონაწილეთა შერჩევა ორი მეთოდით მოხდა: 1. CRRC-ის კოორდინატორები მიდიან ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილას, შემთხვევითად აჩერებენ ადამიანებს და ჯგუფურ დისკუსიაში მონაწილეობას სთავაზობენ და მე-2: „თოვლის გუნდის“ მეთოდით.

ფოკუს ჯგუფში დისკუსიას პროფესიონალი მოდერატორი უძღვებოდა, ღია კითხვებით.