მოსახლეობის 7% ფიქრობს, რომ საარჩევნო უბანზე შემავიწროებელი/შემაშინებელი გარემო იყო - NDI

პუბლიკა

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის კვლევას აქვეყნებს. NDI-იმ სთხოვა ამომრჩეველს, გაეხსენებინათ, თუ როგორი სიტუაცია იყო საარჩევნო უბანზე.

მოსაზრებას, რომ 2020 წლის არჩევნების დროს საარჩევნო უბანზე შემავიწროებელი/შემაშინებელი გარემო იყო, იზიარებს მოსახლეობის 7%. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ამომრჩეველთა 92%. 2018 წელს ამავე მოსაზრებაზე 8% პასუხობდა დადებითად, ხოლო 90%-ს არ მიაჩნდა, რომ საარჩევნო უბანზე შემავიწროებელი/შემაშინებელი გარემო იყო.

კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებზე, მოსახლეობის 92% ამბობს, რომ კარგად იყო დაცული. მოსახლეობის 7% კი ასე არ მიიჩნევს.

იყო თუ არა მოწესრიგებული სიტუაცია საარჩევნო უბანზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოკითხულთა 94%-ს მიაჩნია, რომ მოწესრიგებული იყო. ხოლო 5%-ის აზრით, ეს ასე არ იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე შეკითხვაზე, 2018 წელს მოსახლეობის 92% პასუხობდა დადებითად, ხოლო 6%-ს არ მიაჩნდა, რომ საარჩევნო უბანზე სიტუაცია მოწესრიგებული იყო.

იყვნენ, თუ არა 2020 წლის არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად მომზადებული, 89%-ს მიაჩნია, რომ იყვნენ, ხოლო 7% ასე არ ფიქრობს. 2018 წელს, ამავე კითხვას დადებითად მოქალაქეთა 81% პასუხობდა, ხოლო მოსახლეობის 14%-ს მიაჩნდა, რომ ასე არ იყო.

მოსაზრებას, რომ საარჩევნო უბანი „გადაჭედილი“ იყო, მოსახლეობის 89% არ ეთანხმება, ხოლო 10% ამბობს, რომ 2020 წელს საარჩევნო უბანი „გადაჭედილი“ იყო. ამავე კითხვაზე 2018 წელს მოქალაქეთა 14%-ს მიაჩნდა, რომ საარჩევნო უბანი „გადაჭედილი“ იყო, ხოლო 83% ამ აზრს არ იზიარებდა.


ახალ კვლევაში, შეკითხვაზე, მიიღეთ თუ არა მონაწილეობა 31 ოქტომრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ეროვნული მასშტაბით ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი 77%-მა გასცა. 22%-მა კი უპასუხა, რომ არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიუღია. ამავე შეკითხვაზე თბილისში 71%-მა უპასუხა, რომ არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდა, თბილისშივე 29%-მა თქვა, რომ არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიუღია.

ასაკის მიხედვით, ამავე შეკითხვას 18-35 წლის ადამიანებმა შემდეგნაირად უპასუხეს: 69% პასუხობს, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო, ხოლო ამ ასაკობრივი კატეგორიის 30% ამბობს, რომ – არ მიუღია.

35-54 წლის მოქალაქეების 79% ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდა, ხოლო მოსახლეობის 20% ამბობს, რომ – არა. 55+ წლის ადამიანების 84% ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნმების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო. ხოლო, ამავე ასაკობრივი კატეგორიის ამომრჩეველთა 16% ამბობს, პირველ ტურში მონაწილეობა არ მიუღია.


„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის კვლევას აქვეყნებს. კვლევა დაფუძნებულია 2020 წლის დეკემბრის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე, ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-24 დეკემბერს.

NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე – სულ 2053 დასრულებული ინტერვიუ.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ასევე კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%