მოსახლეობის 70%-ს ერთპარტიული კოალიციური მთავრობა ურჩევნია – Edison Research

პუბლიკა

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის უმრავლესობას – 70%-ს – ერთპარტიულს კოალიციური მთავრობა ურჩევნია.

კითხვაზე, საქართველოს მომავალზე დაფიქრებისას, კოალიციური მთავრობა ურჩევნიათ თუ ერთპარტიული, მხოლოდ 30% პასუხობს, რომ – ერთპარტიული.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 1.5%-ია.