მოსახლეობის 72% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - Edison Research

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა კვლევა ჩაატარა. ტელეკომპანია კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 72% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 28% კი ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

რაც შეეხება წინა კვლევებს:

  • 2020 წლის 24 ოქტომბრის კვლევა: 39% სწორი, 61% არასწორი.
  • 2020 წლის 7 ოქტომბრის კვლევა: 40% სწორი, 60% არასწორი.
  • 2020 წლის სექტემბრის კვლევა: 43% სწორი, 57% არასწორი.
  • 2020 წლის ივლისის კვლევა: 42% სწორი, 58% არასწორი.
  • 2020 წლის თებერვლის კვლევა: 27% სწორი, 73% არასწორი.
  • 2019 წლის ოქტომბრის კვლევა: 23% სწორი, 77% არასწორი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.