მოსახლეობის 72% ამბობს, რომ ჰყავს საზღვარგარეთ ცხოვრები ახლო ნათესავი – CRRC

პუბლიკა

CRRC საქართველოს კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 72% აცხადებს, რომ ჰყავთ ახლო ნათესავი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.  2017 წელს მოსახლეობის 79% აცხადებდა, რომ მათ ჰყავდათ საზღვარგარეთ მცხოვრები ახლო ნათესავი.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ მათი ახლო ნათესავი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ამბობს, რომ 27% რუსეთში მცხოვრებია, 16% – იტალიაში, 14% – საბერძნეთი, 11% – აშშ; 11%  – გერმანია.

CRRC საქართველოს მიხედვით, „კავკასიის ბარომეტრის“ ფარგლებში საქართველოში ჩატარებული გამოკითხვა ქვეყნის წარმომადგენლობითია, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. გამოკითხვა წარმოებს აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე, პირისპირ, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით.

საველე სამუშაოები მოიცავს 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს  და გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს. გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი.

ცდომილება:

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-0.7%
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-2.7%
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-3.7%
  • 50%-ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-4.1%