მოსახლეობის 74% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებს – Edison Research

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ, მოსახლეობის 74% პასუხობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად აპირებს.

ამავე შეკითხვაზე მოსახლეობის 18% ამბობს, რომ არჩევნებზე, ალბათ, წავა. 4% პასუხობს, რომ მონაწილეობას, ალბათ, არ მიიღებს, 4% კი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი-7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 1.5%-ია.