მოსახლეობის ნახევრისთვის მისაღებია მთავრობის გადაწყვეტილება არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - NDI

პუბლიკა

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევრისთვის მისაღებია მთავრობის გადაწყვეტილება არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა რუსეთს გარკვეული ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გლობალურ სანქციებს არ შეერთებოდა. შეკითხვაზე მისაღებია თუ მიუღებელია საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება?

49% პასუხია – „მისაღებია“, 37% პასუხობს, რომ – „მიუღებელია.“

ქართული ოცნების მხარდამჭერები და უფროსი ასაკის მოქალაქეები უფრო მეტად უჭერენ მხარს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო არ შეუერთდეს სანქციებს.

აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, მარტის კვლევაში კი +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეარჩიეს.