მოსახლეობის რომელი ჯგუფები უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას - NDI

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის.

რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ყველაზე მეტად მხარს კაცები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უჭერენ.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთს საფრთხედ აღიქვამს.

აქვე ნათქვამია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად ამბობენ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს.

კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.