დღეს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 179 შემთხვევა კი თბილისში დაფიქსირდა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა დაწესებული შეზღუდვების წესების დაrღვევამ და გაუფრთხილებლობამ გამოიწვია.
„საბედნიეროდ, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, თუმცა სამწუხაროდ, მოიმატა – თბილისში. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რომ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს. მოსახლეობის სიმჭიდროვით, რაოდენობით, ყველაზე უფრო მეტად საშიში ამჟამად თბილისია. რამენაირად უნდა მოვახერხოთ, რომ დავიცვათ რეგულაციები სრულყოფილად“, – აღნიშნა ენდელაძემ.
დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. დაინფიცირების კიდევ 527 შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 313 კოვიდპაციენტი.
StopCov.ge-ს განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 10752;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5866;
მათ შორის გარდაცვლილი – 72;
კარანტინის რეჟიმში – 5574;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1338;
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.