მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ოპერატიული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრის პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები.
„ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას; ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
განსაკუთრებით დიდი ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი ამცრელი სივრცეებისკენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„რესპუბლიკური საავადმყოფო და მასთან აფელირებული სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი სივრცე, დღეში ცრის 4 500 ადამიანს. ეს არის თბილისში ჩატარებული აცრების დახლოებით 30 პროცენტი, ამიტომ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ, ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან, ამაზე მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, დაინიშნება სპეციალური ავტობუსები – მივდივარ ვაქცინაციისთვის. ასევე დაინიშნება ტექნიკური უნივერსიტეტისკენ. ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით აცრები წარმოებს, ინფექციურის, ბოჭორიშვილის საავადმყოფოს მიერ, ასევე იქნება იქ. ასევე იქნება ჰუალინგის ცენტრი, რომლიც 1 700 აცრას აწარმოებს დღის განმავლობაში. ასევე იქნება კავკასიის მედიცინის ცენტრისა და ბოკერიას კლინიკებისკენ. ჩვენ გადავეცით შტაბს სია ლოკაციების, სადაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში არის მთავარი ლოკაციები, ხოლო იქ, სადაც პოლიკლინიკები არის ძალიან ახლოს, ფეხითაც შეგიძლიათ, მიბრძანდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.