მოსახლეობის უმრავლესობა არცერთ ტელეარხს არ ენდობა - NDI

პუბლიკა

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა არცერთ ტელეარხს არ ენდობა. ასეთი ადამიანების რაოდენობა 51%-ია. კვლევის მიხედვით, სამთავრობო არხს „იმედს“ ენდობა 18%, შემდეგ მოდის „მთავარი არხი“ 8%-ით, შემდეგ კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – 5%.

 

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.