მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა,  ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი, მათ შორის, კერძო სექტორი” – თქვა დაავადების კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.

მან კერძო კლინიკებს მოუწოდა, რომ გამოიჩინონ სოლიდარობა და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ  ინფიცირებული პაციენტები.

საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული.  stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით 124 518  შემთხვევაა დადასტურებული, COVID 19-ით გარდაიცავალა 4 607 ადამიანი.