მოსალოდნელმა მეტეოროლოგიურმა სიტუაციამ შესაძლოა ხანძრები გამოიწვიოს - გარემოს ეროვნული სააგენტო

პუბლიკა

1-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 33 – 38 გრადუსი იქნება, მთაში 31- 36; სანაპირო რაიონებში კი 30 – 35 გრადუსი.

მათივე ინფორმაციით, 1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.