მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს დედამ 50 000 დოლარი აჩუქა – ამის შესახებ საუბარია ახალ დეკლარაციაში, რომელიც 29 თებერვლით თარიღდება.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, დეკლარაციის თანახმად, მიქაუტაძე ფლობს 3 მიწის ნაკვეთის 100%-იან წილს, ასევე, ერთი მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს, 2 ავტოფარეხსა და ბინას.
მიქაუტაძის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა, toyota land cruiser 105 და კვადროციკლი.
გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია, რომ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გიორგი მიქაუტაძემ გასულ წელს 307 000 ლარი დახარჯა.