თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურამ მათი პატიმრობაში დატოვება „მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხისა და მტკიცებულებების განადგურების“ მოტივით მოითხოვა.
ბრალდებულების დაცვის მხარე პატიმრობის ძალაში დატოვებას არ დაეთანხმა.
მათი თქმით, ის არგუმენტები, რომლებიც პროკურატურამ წარმოადგინა საფუძველმოკებულია და არაა გამყარებული შესაბამისი გარემოებებით. აღნიშნეს, რომ დაუსაბუთებელი და შაბლონური არგუმენტაცია გააჟღერა ბრალდების მხარემ.