მოსამართლემ დააკმაყოფილა სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის შუამდგომლობა

პუბლიკა

„7 ნოემბრის საქმის“ სასამართლო პროცესზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ესწრება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შუამდგომლობა პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესახებ მოსამართლემ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ესწრება, რომელიც აქამდე პროცესს ვერც პირდაპირი ეთერით გადასცემდა და ვერც ჩაწერილ მასალას აძლევდა სხვადასხვა მედიასაშუალებას, რადგან მას, როგორც ჟურნალისტი ამბობს, კამერის მეხსიერების ბარათის დროდადრო გარეთ გატანის საშუალებას არ აძლევდნენ.