მოსამართლემ თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ეძგვერაძე 2 700 ლარით დააჯარიმა.
„2 700 ლარით დააჯარიმა იმ გარემოებაში, როცა ირაკლი ეძგვერაძეს გაუსწორდნენ ფიზიკურად, მას აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, შემდგომ 48 საათი ჰყავდათ იზოლატორში”, – აღნიშნა ადვოკატმა.
4 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და თბილისის საკრებულოს წევრები, ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე პოლიციამ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძემ ხელი შეუშალა სამართალდამცველების მუშაობას, რასაც მოჰყვა მისი დაკავება.