ლუკა კინწურაშვილს, რომელმაც პოლიცია უმიზეზოდ დაკავებასა და შეურაცხყოფაში დაანადაშაულა, მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ სამართალდამცველს „თავხედი” უწოდა.
კინწურაშვილს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა – მუხლი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
თუმცა, მოქალაქე ჰყვება, რომ 9 ივლისს ქუჩაში უმიზეზოდ გააჩერეს, შემდეგ კი დააკავეს და არც ადვოკატთან დაკავშირების საშუალება მისცეს.
ლუკა კინწურაშვილის თქმით, პოლიციელები უხეშად ელაპარაკებოდნენ, თუმცა მიზეზი, რის საფუძველზე ამოწმებდნენ, არ უთქვამთ.
„საჭიროდ ჩავთვალე, ვიდეო გადამეღო. ვიდეოს გადაღებისას ტელეფონზე მწვდა ხელში – მეორე პოლიციელმა უთხრა, რომ დაენებებინა თავი. არ ვთმობდი ტელეფონს”. – თქვა მან.
მისივე თქმით, ტელეფონი გამოჰგლიჯეს, მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გადაიყვანეს განყოფილებაში, კახეთში.
ასევე, ლუკას თქმით, პოლიციელებმა გაჩხრიკეს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, პოლიციელები დამცინავად ლაპარაკობდნენ მის ვეგანობასა და ცხოველთადაცვით საქმიანობაზე.
კინწურაშვილი 2 დღის შემდეგ, 11 ივლისს გაათავისუფლეს.