სახალხო დამცველის თანამშრომელი, მარიამ მოსეშვილი ამბობს, რომ გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან და საქმეზე სასამართლო პროცესიც დაუნიშნეს.
მოსეშვილის თქმით, საქმე ეხება რუსთაველის გადაკეტვას 10 დეკემბერს.
„10 დეკემბერს პარლამენტის წინ გზის გადაკეტვას მედავებიან. დაახლოებით დრო რომ წარმოიდგინოთ, სამსახურის მერე, 7 საათზე თმის შესაჭრელად ვიყავი „გალერიში”. მერე იქვე ბოლო სართულზე ცოტა ვჭამე და საბოლოოდ, რომ გამოვედი, ალბათ 9-ის წუთებზე, ვნახე, რომ უკვე გადაკეტილი იყო რუსთაველი და მეც დავდექი ხალხთან”. – დაწერა მარიამ მოსეშვილმა „ფეისბუქზე”.
28 ნოემბრიდან, ანუ იმ დღიდან, როცა „ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ევროინტეგრაციას აჩერებს, საპროტესტო აქციები უწყვეტად იმართება. დემონსტრანტების სიმრავლის გამო ყოვლდღე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ასე იყო, მათ შორის, 10 დეკემბერსაც.
ადმინისტრაციული საქმის პროცესი 24 იანვარს დაინიშნა.
მარიამ მოსეშვილი სახალხო დამცველის თანაშრომელია. ის ხელმომწერია განცხადებაზე, რომლითაც ომბდსმენის აპარატის თანამშრომლები არ დაეთანხმნენ ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ „საქართველოს პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია”.