მოსკოველი ქართველების უმრავლესობა დღეს პუტინის სადღეგრძელოს სვამს – მარგარიტა სიმონიანი

პუბლიკა

„მოსკოვის ქართული რესტორნები დღეს გადატვირთული იქნება; ქართველების უმრავლესობა პუტინის სადღეგრძელოს სვამს“, – ასე ეხმაურება კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი, რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

ვინც უფროსისთვის [პუტინი] სიახლეების კრებულს ამზადებს, გთხოვთ, გადაეცით, რომ მოსკოვის ქართველების უმრავლესობა დღეს მის სადღეგრძელოს სვამსშეტყობინებები გავხსენი და ჩემი ქართველი მეგობრების უამრავი სადღეგრძელო დამხვდავლადიმერ ვლადიმერის ძევ, ყოჩაღი ხარ“, – წერს სიმონიანი.

რუსული პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი  პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას მიესალმება. მისი თქმით, ეს საქართველომ „თავისი სწორი მოქცევით“ დაიმსახურა.

სიმონიანს მოსწონს ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, მისი თქმით, „რუს სამშვიდობოებს თავს დაესხა, თავად ქართველებმა დააპატიმრეს“, ასევე, ქართველები „სანქციებს არ შეუერთდნენ და მეორე ფრონტი არ გახსნეს“. რუსი პროპაგანდისტის თქმით, „თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება, მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ“.

ჯერ კიდევ გუშინ ვმსჯელობდით, რომ საქართველო ისე სწორად იქცევა ახლა, რომ დროა, საჰაერო მიმოსვლა და უვიზო დავაბრუნოთაგერ ბატონო, დააბრუნეს. ძალიანაც სწორია. პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს თავს დაესხა, თავად ქართველებმა ჩასვეს ციხეში, სანქციებს არ შეუერთდნენ, მეორე ფრონტი არ გახსნესმიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად თირკმელებში ურტყამდნენ, რომ მეორე ფრონტის გახსნა ეიძულებინათ. ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ“, – წერს სიმონიანი.


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის  განკარგულების მიხედვით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.

რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან გაუქმდება. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე აკრძალვის მოხსნას, უკვე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება საქართველოში ფრენის აკრძალვის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა.

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ  რუსულ მედიას უთხრა.