რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანიის, UVT AERO-ს პირველი რეისი მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით 3 მაისს არის დაგეგმილი. ხოლო ავიაკომპანია Ikar-ის რეისები – 6 მაისიდან.
აღნიშნული ავიაკომპანიები სანქცირებულია – მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენები ეკრძალებათ.
ამასთან, მანამდე ცნობილი გახდა, რომ „როსავიაციამ” ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა ასევე სანქცირებულ ავიაკომპანიებს, iFly-სა და Nordstar-ს, თუმცა მათ მიერ რეისების დაწყების თარიღები ჯერჯერობით უცნობია.
ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედება უკანონოა.