დღეს მოსკოვის გამზირზე, სუსის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული მოსაზრებები იმის შესახებ, თითქოს ჩხრეკა ვასამბეკ ბოკოვის საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
სუსის ინფორმაციით, ჩხრეკის პროცესში არავინ დაუკავებიათ.
უწყებაში აცხადებენ, რომ ჩხრეკის შესახებ დამატებით ინფორმაციას ხვალ დილისთვის გაასაჯაროვებენ.