მოსკოვის საფონდო ბირჟას სანქციები აშშ-ის მიერ დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. მოსკოვის საფონდო ბირჟის გარდა ლონდონმა სანქციები დაუწესა სანქტ-პეტერბურგის ბირჟასა და სადაზღვევო კომპანია Ингосстрах-ს.
ლონდონში აცხადებენ, რომ მთლიანობაში რუსეთის წინააღმდეგ 50 ახალი სანქცია გამოიცა და ახალი შეზღუდვები კოორდინაციაშია „დიდი შვიდეულის“ წევრებთან. სანქციები მიმართულია რუსული საფინანსო სექტორისა და სამხედრო ინდუსტრიის მხარდამჭერებისკენ.
ასევე პირველად დაუწესდა სანქციები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტში შემავალ გემებს. შეზღუდვები შეეხება იმ ხომალდებს, რომლებიც დადგენილია, რომ ეხმარებიან რუსეთის ხელისუფლებას ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციებისგან თავის არიდებაში.