მოსკოვის სასამართლომ დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა

პუბლიკა

რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილზე რუსმა სამართალდამცავებმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. მათივე ცნობით, მოსკოვის სასამართლომ კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.

„დავით კეზერაშვილი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (განსაკუთრებით განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა). ამასთან, დედაქალაქის სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეარჩია“, -ამბობს „ტასის“ წყარო.

სამთავრობო მედიას მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლო უდასტურებს, რომ სასამართლომ კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.

დავით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო 2006-2008 წლებში. რუსეთი მას აგვისტოს ომის დროს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.