“ჩვენ რეალურ ქმედებებს ველით. სრულიად ნათელია, რომ მოსკოვმა ლიდერების დონეზე შეხვედრის მოსამზადებლად განკუთვნილი დრო ახალი მასშტაბური იერიშების დასაგეგმად გამოიყენა” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X – ზე და ზაპოროჟიეში რუსული რაკეტის თავდახმის შედეგად განადგურებული 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფოტოებს აქვეყნებს.
“ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს იმ ადგილზე, სადაც რუსული რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის დადასტურებულია ერთი ადამიანის გარდაცვალება, ხოლო ათეულობით დაშავებულია, მათ შორის ბავშვებიც. კიდევ ერთხელ, სამიზნე იყო ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი. ღამით საჰაერო თავდაცვის ძალები და საგანგებო სამსახურები ასევე მოქმედებდნენ სხვა რეგიონებშიც. ვოლინი, დნიპრო, დონეცკი, ჟიტომირი, ზაპოროჟიე, ივანო-ფრანკოვსკი, კიევი, რივნე, სუმი, ხარკოვი, ხმელნიცკი, ჩერკასი, ჩერნოვცი და ჩერნიგოვი – ყველა ეს რეგიონი დაზარალდა თავდასხმების შედეგად. გაჩნდა უამრავი ხანძარი, ხოლო ყველაზე მეტად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – სახლები და ბიზნესი. რუსებმა გაუშვეს თითქმის 540 დრონი, 8 ბალისტიკური რაკეტა და 37 სხვა ტიპის რაკეტა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ.” – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, მათ უკვე იხილეს მსოფლიოს რეაქცია წინა თავდასხმაზე. მაგრამ ახლა, როცა რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სიტყვებს საერთოდ არ სცემს პატივს, და ერთადერთი გზა, რომ დიპლომატიისთვის შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ გაიხსნას, არის მკაცრი ზომები ყველა იმათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთის არმიას აფინანსებს.
“ეს ომი არ შეჩერდება მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებით; საჭიროა რეალური ნაბიჯები. ჩვენ ველით ქმედებებს აშშ-სგან, ევროპისა და მთელი მსოფლიოსგან”. – წერს ზელენსკი.