მოსკოვში 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა კორონავირუსი

პუბლიკა

მოსკოვში 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. tvrain.ru-ის  ინფორმაციით, კორონავირუსი სავარაუდოდ, მოსკოვის 14 ეკლესიაშია გავრცელებული.

მათივე ცნობით, კიდევ 21 სასულიერო პირს აღენიშნება სიმპტომები, მაგრამ დიაგნოზი ჯერ არ დადასტურებიათ.

გამოცემის ინფორმაციით, ბზობის დღესასწაული მაინც ჩატარდა ტაძრებში, თუმცა პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში მისვლისგან.

worldometers-ის  ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების  18 328 შემთხვევაა. აქედან 148 გარდაიცვალა, 1470 გამოჯანმრთელდა.