რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში სულ მცირე, სამმა პირმა ცეცხლი გახსნა. როგორც მედია წერს, თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
არიან დაღუპულები და დაშავებულები – ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 40 და დაჭრილია 100-ზე მეტი.
განახლება: 40 დაღუპულზე ინფორმაცია FSB-მ დაადასტურა.
თავდასხმა ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დროს მოხდა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება როგორც თავდამსხმელთა, ასევე დაშავებულთა ვიდეოკადრები.
რუსეთის საგარეო უწყებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა.
არსებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზზე სპეცრაზმმა შტურმი მიიტანა.
ჯერჯერობით, თავდამსხმელების ვინაობასა და დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.