მოსკოვში, „ოსტანკინოს“ სასამართლოში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის წერს, რომ მარინა ოვსიანიკოვას ბრალი ედება „არასანქცირებულ საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“, რაც ადმინისტრაციული წესით ისჯება და გულისხმობს 30 000 რუბლამდე ოდენობის ფინანსურ ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 10 დღემდე პატიმრობას. მათივე ცნობით, ოვსიანიკოვას არ წაუყენებენ ბრალს ახალი კანონის მიხედვით – „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ“.
Марина Овсянникова в Останкинском районом суде. С ней адвокат Антон Гашинский. pic.twitter.com/b1wPyy4BJ1
— Соболь Любовь (@SobolLubov) March 15, 2022
მთელი დღის განმავლობაში უცხოური მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ადვოკატმა ვერ შეძლო ჟურნალისტის ადგილმდებარეობის გაგება.
რამდენიმე საათის წინ მარინა ოვსიანიკოვას twitter-ის რამდენიმე განცხადება დაიდო.
მარინა ოვსიანიკოვა სახელით დაწერილ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მას ემუქრება 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და, რომ ის არ ნანობს.
„არ ვიცი, მალე რა დამემართება. ჩემმა ადვოკატმა მითხრა, სისხლის სამართლის კოდექსით შესაძლოა 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მომისაჯონ. არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება“, – წერია ჟურნალისტის twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით, ჟურნალისტის პროფილი twitter-ზე აღარ იძებნებოდა.
გუშინ, რუსულ ტელეარხ „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს ერთ-ერთი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა ტელეწამყვანის ფონზე პირდაპირ ეთერში პლაკატით გამოჩნდა, რომელზეც წარწერა იყო: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ ენდოთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ“.