მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 4,6% სწავლას ონლაინ აგრძელებს

პუბლიკა

4 ოქტომბერიდან საქართველოს მასშტაბით როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში სწავლა დასწრებულ რეჟიმში დაიწყო. სურვილის შემთხვევაში მშობლებს შეუძლიათ, სწავლების ონლაინფორმატი აირჩიონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინსწავლების რეჟიმზე 28 977 მოსწავლეა, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 4,6%-ია. რაც შეეხება აცრილი პედაგოგებისა და სკოლის პერსონალის რაოდენობას, სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 68%-ია აცრილი.