ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ქონების მითვისების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამი ადამიანის მიმართ.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 496 000 ლარის ღირებულების 8 041 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.
გამოძიებამ მიწის ნაკვეთები დააყადაღა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.