მოუთმენლად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას - ზურაბიშვილი სანდუს ესაუბრა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს ესაუბრა. მან ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.

„ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო.

უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილებას ივნისში ელოდებიან.