„მოუთმენლად ველით, ვიხილოთ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე პროცესი“ - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის საელჩოს განცხადებით, დღეს ელჩი კელი დეგნანი საელჩოს დამკვირვებელთა 45-კაციან ჯგუფთან ერთად საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებს აკვირდება.

„ჩვენ მოუთმენლად ველით, ვიხილოთ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი. ასევე, მიუხედავად გამარჯვებულების ვინაობისა, ველით ვალდებულების აღებას, რომ მმართველობისას ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – აცხადებს ამერიკის საელჩო.