უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, საქართველოში რუსების დიდი რაოდენობით შემოდინება პრობლემაა, „საქართველოს „პრორუსულ ხელისუფლებას“ კი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ აქვს.
ამიტომ არესტოვიჩის თქმით, მათ მოუწევთ ქართველების გადარჩენა და ძალის პროეცირება. მისი თქმით, სხვადასხვა გზით შეიძლება მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის დახსნა.
„ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, პოლიციაც ხელახლა კორუმპირებულია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ.
ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოების გრანდიოზული პრობლემაა. წარმომიდგენია, როგორ იგლეჯენ თმას ისინი, ვინც დღეს საქართველოში პატრიოტულადაა განწყობილი სპეცსამსახურებში, მთავრობაში, როგორ უნდა გადაწყდეს ეს დიდი პრობლემა.
ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა.ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ნაომარი ჩვენი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში…
მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ როგორღაც წესრიგში იქნება მოსაყვანი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.