„მოვიდა გასატ*აკებლად, მისი მოქნეული ხელი მომხვდა" - ხვიჩია

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ კლინიკა დატოვა – ის ჟურნალისტებთან ამბობს, რომ პარტიის ოფისში ერთი ადამიანი მივიდა და თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც, მისი ხელი მოხვდა.

პარლამენტის დეპუტატის თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„ეს ყველაფერი გამოწვეულია „ქართული ოცნებისა“ და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში.

ახლა მეორე ძმამ, მამა შალვას და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში გასა*რაკებლად, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე და მისი მოქნეული ხელი მოხვდა.

მერე საკაიფოდ ვცემეთ, მაგრამ ჯერ მაინც არ მინდა რომ დაიჭირონ, იმიტომ, რომ კიდევ მყავს საცემი ერთხელ. არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან”, – განაცხადა მან.